დიდ დიღომში, აფეთქების შედეგად დაშავებული მცირეწლოვანი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. ის იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ორ წლამდე ბავშვი რეანიმაციაში იმყოფება.
ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი კიდევ ერთი დაშავებული, ახალგაზრდა ქალი. როგორც კლინიკის რეანიმატოლოგმა, ქეთევან თადუმაძემ განაცხადა, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ის რეანიმაციაშია მოთავსებული.
დიდი დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება დღეს, დილით მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
დაშავებულები არიან ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი, რომლებიც ნიგერიის მოქალაქეები არიან. აფეთქება სწორედ მათ ბინაში მოხდა. ასევე დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც მათ მეზობლად ცხოვრობდა.