რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ „ჩრდილოეთის ნაკად 1“-ით ევროპას გაზის მიწოდება მთლიანად შეუჩერა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
„გაზპრომში“ ამბობენ, რომ მილსადენზე შეზღუდვა სარემონტო სამუშაოების გამო დაწესდა. პროფილაქტიკური სამუშაოები სამი დღით უნდა გაგრძელდეს.
„ჩრდილოეთის ნაკად 1“-ის მილსადენით გაზის მიწოდება სრულადაა შეწყვეტილი. კომპრესორის ბლოკში გეგმიური სარემონტო სამუშაოები იწყება“, – ნათქვამია „გაზპრომის“ განცხადებაში.
შეგახსენებთ, ივნისის თვეში „გაზპრომმა“ მკვეთრად შეამცირა გაზის ნაკადის მიწოდება. რუსულ კომპანიაში ეს იმით ახსნეს, რომ კანადაში გარემონტებული სიმენსის მილსადენის დაგვიანებით ახსნეს. მილსადენი ამჟამად მხოლოდ 20%-იანი დატვირთვით მუშაობს, რუსული მხარე ამბობს, რომ ეს აღჭურვილობის გაუმართაობითაა გამოწვეული, ევროპაში კი თვლიან, რომ რუსეთი ენერგორესურსებს ომის ერთ-ერთ იარაღად იყენებს.