რუსებმა ხარკოვის ცენტრი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

ხარკოვის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ რუსებმა ქალაქ ხარკოვის ცენტრი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები.

 

აღნიშნულის შესახებ ხარკოვის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე იგორ ტერეხოვმა სოციალურ ქსელში დაწერა.

 

„ამ დროისთვის განახლებული ინფორმაცია დაზარალებულთა შესახებ. ხუთი დაღუპული და შვიდი დაშავებული“, – წერს ტერეხოვი.

 

ხარკოვის ცენტრის დაბომბვის შესახებ, მანამდე ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმაც დაწერა.

 

მისი თქმით, დაბომბვის შედეგად დანგრეულია შენობები და მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.