თბილისში, ლისის ტბის გარშემო, უკრაინის საელჩოს, ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსის ორგანიზებით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, უკრაინაში, საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული ჯარისკაცების პატივსაცემად მარათონი – “მე პატივს ვცემ ჯარისკაცებს, მივრბივარ უკრაინის გმირებისთვის” გაიმართა.
მარათონში 37 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ბრძოლების მონაწილე, ომისა და თავდაცვის ვეტერანებმა, ასევე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა.
გამარჯვებულები გამოვლიდნენ მამაკაცების, ქალბატონების და ბავშვების კატეგორიაში. აღსანიშნავია, რომ ბავშვთა კატეგორიაში გამარჯვა, 2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანის, დიმიტრი მსხალაძის შვილმა, ვანო მსხალაძემ.
გამარჯვებულებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული მედლები, თასები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
მარათონი საფუძველს უყრის დაღუპული ჯარისკაცების ყოველწლიური ხსენების ტრადიციის დამკვიდრებას.