ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანის არმია ქალაქ ლაჩინში განლაგდა და სოფელი ზაბუხი და სუსი მათ კონტროლქვეშ არის. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტი Twitter-ზე წერს.
„დღეს, 26 აგვისტოს, ჩვენ, აზერბაიჯანელები ქალაქ ლაჩინში დავბრუნდით. აზერბაიჯანის არმია ქალაქ ლაჩინში განლაგდა. სოფელი ზაბუხი და სუსი აღებულია კონტროლქვეშ. ამ მოვლენასთან დაკავშირებით, ვულოცავ ყველა ლაჩინელსა და აზერბაიჯანელ ხალხს. გაუმარჯოს ლაჩინს, გაუმარჯოს აზერბაიჯანს“, – წერს ილჰამ ალიევი.