მიმდინარე წლის 29 აგვისტოს, უკრაინის საელჩოს ორგანიზებით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, თბილისში, ლისის ტბის გარშემო, 18:00 საათზე, უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცების პატივსაცემად გაიმართება მარათონი – “მე პატივს ვცემ ჯარისკაცებს, მივრბივარ უკრაინის გმირებისთვის”.
მარათონი საფუძველს უყრის დაღუპული ჯარისკაცების ყოველწლიური ხსენების ტრადიციას.
გამარჯვებულებს გადაეცემათ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული მედლები და თასები, ასევე სიმბოლური საჩუქრები.
მსურველებს შესაძლებლობა აქვთ შეუერთდნენ მარათონს.