რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 362 ბავშვი მოკლეს, – ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
„19 აგვისტოს დილისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 362 ბავშვი და დაშავდა 716“, – აცხადებენ უწყებაში.
მათივე ცნობით, ეს მაჩვენებლები არ არის საბოლოო, რადგან გრძელდება მუშაობა დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებზე.