გორში, დევნილთა დასახლებაში გაჩენილ ხანძარს 80 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თვითმხილველების თქმით, ხანძრის დროს სახლში ოჯახის კიდევ ერთი წევრი, 40 წლამდე ასაკის მამაკაცი იმყოფებოდა, რომელმაც ხანძარს უვნებლად დააღწია თავი.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.