უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცხადებით, უკრაინელებს დეკემბრის, იანვრის და თებერვლის განმავლობაში ანგარიშებიდან თანხა გაჰქონდათ.
მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებას შეეძლო, უფრო მკაცრად მოქცევა, მაგრამ ხალხს ფულის გატანას ვერ აუკრძალავდნენ.
„მთელი დეკემბრის, იანვრისა და თებერვლის განმავლობაში უკრაინელებს ფული გაჰქონდათ საკუთარი ანგარიშებიდან და შესაბამისად ჩვენი ეკონომიკიდან. ჩვენ შეგვეძლო ამ სიტუაციაში უფრო მკაცრად მოვქცეულიყავით, მაგრამ ჩვენ ვერ დავუშვებდით ეროვნულ ბანკს და რომელიმე სხვა დაწესებულებას ხალხისთვის საკუთარი ფულის გატანის უფლება შეეზღუდა.
დემოკრატიულ ქვეყანაში ხალხს ეს თავისუფლება აქვს. ამიტომ, დიახ, ჩვენ ვიცოდით ყველაფერი, მაგრამ როგორ უნდა მეთქვა ხალხისთვის, რომ მივდივარ და ჩემი ოჯახი მიმყავს? არადა, მე სწორედ ამას მთავაზობდნენ. ეს რომ გამეკეთებინა, უკრაინა ერთ კვირასაც ვერ გაძლებდა“, – განაცხადა ზელენსკიმ.