წყალდიდობამ ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ფარვანის პროვინციაში 31 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები – ინფორმაციას washingtonpost-ი ავრცელებს.
სტიქიის შედეგად, 100 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. დაშავებულია 17 ადამიანი.
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.