ძირითადი მილსადენების გავლით, რუსული გაზი ევროპაში სტაბილურად მიედინება, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.
სააგენტოს ცნობით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის“ მეშვეობით, რუსეთიდან გერმანიაში გაზი უცვლელი სიმძლავრით გადის.
გაზის გადამცემი სისტემის გერმანული ოპერატორის, Gascade-ის მონაცემებით, სტაბილური დატვირთვით მუშაობს იამალი-ევროპის გაზსადენიც.
Reuters-ი უკრაინული ოპერატორის მონაცემებსაც აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ველკე-კაბუშანის სასაზღვრო პუნქტის გავლიღ, უკრაინიდან სლოვაკეთში, დღიურად, დაახლოებით 36,4 მილიონი კუბური მეტრი რუსული გაზი გაედინება.