Warning: getimagesize(https://gtradio.ge/wp-content/uploads/2025/03/capturegfgdg.jpg): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.0 404 Not Found in /home/gtradio/public_html/wp-content/plugins/easy-social-share-buttons3/lib/modules/social-share-optimization/class-opengraph.php on line 630

იმერეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის და თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

„წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ შეძენა, შენახვის და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან წარსულში ნასამართლევი პირები: 2002 წელს დაბადებული ი.ა. და 2002 წელს დაბადებული მ.კ..

 

დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „ გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.