“ქსენოფობია არის სირცხვილი, ხოლო მისი გაღვივება – დანაშაული!”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.
“ომის და ღალატის პარტია, მისი პარტიული, ენჯეო და მედია დანამატებით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან ყველაფერს აკეთებს საქართველოს ომში ჩასართავად: დროებით ოკუპირებული ტერიტორიების სამხედრო გზით დაბრუნებისკენ მოწოდებები, მოხალისეებისთვის ჩარტერული რეისების დანიშვნის მოთხოვნა, სანქციების დაწესება, რუსეთის მოქალაქეების რაოდენობის შესახებ ყალბი ინფორმაციების გავრცელება და სხვა.
რადგან საქართველოს ხელისუფლებამ 24 საათიან რეჟიმში მუშაობით მოახერხა ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების უზრუნველყოფა და მათი გეგმა ჩავარდა, დღეს უკვე ახალი გეგმა ამუშავდა: ქსენოფობიის მაქსიმალურად გაღვივება, რასაც შესაძლოა მოჰყვეს დაპირისპირება და პროვოკაცია, რაც საბოლოო ჯამში ქვეყანას ესკალაციამდე და რუსეთ-საქართველოს ომის ახალ ეტაპამდე მიიყვანს. არც ეს გეგმა გამოგივათ, არც არეულობა, დესტაბილიზაცია და რევოლუცია, ამას არც ქართველი ხალხი და არც ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს!
#მშვიდობადაწარმატებებისაქართველოს“, – წერს ბოჟაძე.