უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან ოკუპანტებმა 359 ბავშვი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურორის ოფისი ავრცელებს.
„5 აგვისტოს მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი აგრესიის შედეგად, 1059 ბავშვი დაზარალდა, აქედან 359 ბავშვი გარდაიცვალა და 700-ზე მეტმა ბავშვმა სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო“,- ნათქვამია განცხადებაში.
გენერალური პროკურატურა აღნიშნავს, რომ ეს მაჩვენებლები არ არის საბოლოო, რადგან გრძელდება მუშაობა აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებზე, დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე. ბავშვები ყველაზე მეტად დონეცკის ოლქში დაზარალდნენ – 371, ხარკოვში – 195, კიევში – 116, ჩერნიგოვში – 68, ლუგანსკში – 61, მიკოლაევში – 57, ხერსონში – 54, ზაპოროჟიეში – 40.
რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმებისა და დაბომბვების შედეგად 2211 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, მათგან 230 სრულად განადგურებულია.