საფრანგეთმა სირიაში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებს დაარტყა

საფრანგეთმა სირიაში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებს დაარტყა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი, სებასტიან ლეკორნუ ავრცელებს.

 

„კვირას, საფრანეთის საჰაერო ძალებმა სირიის ტერიტორიაზე მდებარე ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებს დაარტყეს“, – განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა.

 

ცნობისთვის, გასულ კვირას, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებს აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმაც დაარტყეს, რის შედეგადაც „ისლამური სახელმწიფოს“ ორი მებრძოლი დაიღუპა და ერთი დაშავდა.