რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში დარღვევები გრძელდება.
პრეზიდენტი დღეს განვითარებულ პროცესებს ტერორად და რეპრესიებად აფასებს.
„თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ქართველები მე-9 დღეს სასტიკი ტერორით და რეპრესიებით ხვდებიან.
ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში დარღვევები – გატაცებები, ცემა, უკანონო ჩხრეკა და დაპატიმრებები – გრძელდება”, – წერს პრეზიდენტი.