„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით 11:00 საათზე განცხადება გაკეთდება

„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში, პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციებისათვის 10:00 საათზე უმრავლესობის სხდომა.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შემდეგ, 10:30 საათზე პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება, 11:00 საათზე კი განცხადება გაკეთდება.

ვინ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, როგორც გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გასნაცხადა, პრეზიდენტობის კანდიდატი გარანტირებულად იქნება ადამიანი, რომელზეც ყველა იქნება დარწმუნებული, რომ ის მხოლოდ საკუთარ სამშობლოს ემსახურება. „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კი თქვა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატურა იქნება პატრიოტი, პატიოსანი და არ გაატარებს უცხო ქვეყნის ინტერესებს.