ჩემი ვარაუდით, ოპოზიციის საკმაოდ დიდი ნაწილი, დაახლოებით, საგაზაფხულო სესიისთვის შემოვა პარლამენტში – ირაკლი ქადაგიშვილი

ჩემი ვარაუდით, ოპოზიციის საკმაოდ დიდი ნაწილი, დაახლოებით, საგაზაფხულო სესიისთვის შემოვა პარლამენტში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით აგორებული კამპანია ჩაუვარდა და ამიტომ ახლა ფიქრობენ, პარლამენტში შევიდნენ და „ქვეყნისათვის არაეფექტური საქმიანობა გააგრძელონ“.

„რაც შეეხება ოპოზიციის შემოსვლა-არშემოსვლას, რა თქმა უნდა, ესეც იქნება გარკვეული პოლიტიკური პროცესი, რომელიც გარკვეულწილად, 2020 წლის პროცესის მსგავსი იქნება. ჩემი ვარაუდით, ოპოზიციის საკმაოდ დიდი ნაწილი, საბოლოო ჯამში, დაახლოებით, საგაზაფხულო სესიისთვის შემოვა პარლამენტში,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.