ეს არის პირველი პარლამენტი, რომლის სხდომას არ ესწრება არცერთი ელჩი, პრეზიდენტი და პარტიები, არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია -თინა ბოკუჩავა

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, პარლამენტს არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია.

როგორც ბოკუჩავა განმარტავს, იზოლაციიდან გამოსვლის ერთადერთი შანსი არის ახალი არჩევნები.

“ეს არის პირველი პარლამენტი, რომლის სხდომასაც არ ესწრება არცერთი ელჩი, პრეზიდენტი და პარტიები, არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია.

ამგვარ იზოლაციაში მოიხვედრა თავი ივანიშვილმა. იზოლაციიდან გამოსვლის ერთადერთი შანსი არის ახალი არჩევნები, რომელიც ჩატარდება დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე განვლაგდებით, სადაც ვიქნებით მთელი ღამე, რათა პირველ სხდომაზე, როცა ივანიშვილი თავის პოლიტიკურ დაჯგუფებასთან ერთად შეიკრიბება, გარეთ ხალხი იყოს და გამოხატოს ნება, რომ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ ექნება”, – აღნიშნა ბოკუჩავამ.