დღეს პატრიარქის ნათლობის 70-ე ეტაპი ჩატარდება – დეკანოზი, შალვა კეკელია

ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია საზოგადოებას გიორგობას ულოცავს. დეკანოზის თქმით, დღეს გაიმართება პატრიარქის ნათლობის 70-ე ეტაპი, რა დროსაც 700 ბავშვი მოინათლება.

“დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა ჩვენი ერისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენს ქვეყანას იფარავს და იცავს წმინდა გიორგი და ქართველებს უდიდესი პატივისცემა გვაქვს წმინდა გიორგის მიმართ გამოხატული. შემთხვევითი არ არის, რომ 20 წლის წინ ეს საოცარი ტაძარი – სამების ტაძარი გაიხსნა.

მინდა, რომ თითოეულ ამ ქვეყნის შვილს მივულოცო დღევანდელი დღე – წმინდა გიორგობა. დღეს, ასევე ტარდება პატრიარქის ნათლობები, 70-ე ეტაპია პატრიარქის ნათლობებისა. უკვე დღევანდელ დღემდე მონათლულია 48 500 ბავშვი, დღევანდელ დღეს კიდევ 700 ბავშვი ინათლება. ღმერთმა ამ ქვეყანაში არასდროს მოშალოს ჩვენი სწორი დამოკიდებულება ჩვენი სარწმუნოების მიმართ,” – აცხადებს შალვა კეკელია.