ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, კლდოვან ფერდზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, კლდოვან ფერდზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება, – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების გამოყენებით.

„ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, კლდოვან ფერდზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 21 და 22 ნოემბერს, ღამის საათებში, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.

კერძოდ, შეზღუდვა შეეხება ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის კვეთასთან არსებული გვირაბიდან, მიხეილ თამარაშვილის გამზირამდე მონაკვეთს.

შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების გამოყენებით.

თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით!“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.