ეს არ არის ჩვეულებრივი მილოცვა, ეს არის კურთხევა იმისთვის, რომ ოპოზიციამ და უმრავლესობამ გადახედოს არსებულ ვითარებას და ქვეყნის საკეთილდღეოდ გადადგას ნაბიჯები -ვოლსკი

“ეს არ არის ჩვეულებრივი მილოცვა, ეს არის კურთხევა იმისთვის, რომ ოპოზიციამ და უმრავლესობამ გადახედოს არსებულ ვითარებას, და ქვეყნის საკეთილდღეოდ გადადგას ნაბიჯები”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რითაც პატრიარქის მილოცვის წერილს გამოეხმაურა.

„დაპირისპირების ეს ხარისხი რასაკვირველია ყველას აღელვებს და პატრიარქისთვისაც საგანგებო თემაა. მიუხედავად ამ მოწოდებისა, კონსტრუქციულ ქმედებებს ჩვენ იმ ადამიანებისგან არ ველოდებით, რომლებიც ასეთი გააფთრებული შეტევით ხასიათდებიან ქართული ეკლესიისადმი“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ “ქართულ ოცნებას” არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.