ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ გადაიკეტა

აქციის მონაწილეების მსვლელობის გამო ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ გადაიკეტა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მოუწოდებენ აქციის მონაწილეებს, გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლონ.

ჯგუფ „დაიტოვეს” მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ მსვლელობით გადაინაცვლეს. ილიაუნის შესასვლელში ასევე სტუდენტები იმყოფებიან, რომლებსაც საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვს გაშლილი.

გარე პერიმეტრზე აქციის მონაწილეები პროტესტის ნიშნად ასფალტზე დასხდნენ.

ჯგუფ “დაიტოვეს” ერთ-ერთი ლიდერის ილია ღლონტის ინფორმაციით, საავტომობილო გზაზე მსხდარ აქციის მონაწილეებს უკვე აჯარიმებენ მოძრაობის განზრახ შეფერხების გამო.

ამ წუთებში აქციის მონაწილეები ისევ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობისკენ მიემართებიან.