მინდა, გულითადად მივულოცო “ქართულ ოცნებას” ამ არჩევნებში გამარჯვება, ოპოზიციამ წააგო -ევროპარლამენტარი ლუბოშ ბლაჰა

მინდა, გულითადად მივულოცო „ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნებში გამარჯვება, ოპოზიციამ წააგო, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ლუბოშ ბლაჰამ ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„„ქართულ ოცნებას“ აქვს ჩემი პარტიის მსგავსი პროგრამა, როგორც პარტია „სმერს“ სლოვაკეთში. ჩვენ ვეწინააღმდეგებით რადიკალურ ლგბტ იდეოლოგიას და მაიდნის მსგავს რევოლუციებს, რომლებსაც დასავლეთი აფინანსებს. სახეზეა პროგრესირებადი ტოტალიტარიზმი, სადაც თავისუფლად აზრის გამოხატვა არ შეიძლება. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასმის შემდეგ, რომლის უკანაც დასავლური ძალები იდგნენ, ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად. დემოკრატია დასავლეთისთვის მხოლოდ მაშინ მუშაობს, როდესაც ისინი იგებენ. ახლა ისინი ნერვიულობენ, რადგანაც „ქართულმა ოცნებამ“ მათ ოცნებებს ბოლო მოუღო“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ლუბოშ ბლაჰამ.