რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულდა

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე, რომელიც 19:00 საათზე დაიწყო, უკვე დასრულებულია.

პარლამენტის წინ მომიტინგეების მხოლოდ მცირე ნაწილია დარჩენილი, ტერიტორია დატოვეს ევროპელმა პოლიტიკოსებმაც.

დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეკრებილები და პარტიების ლიდერები აცხადებდნენ, რომ არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობენ და ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.