პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოში გამართულ არჩევნებს სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს:
,,ჩატარებული არჩევნების ჯერჯერობით მხოლოდ უმოკლესი “მათემატიკური” ანალიზით შემოვიფარგლები:
2024 წელს “ქართულ ოცნებას” სულ ხმა მისცა (ეს მონაცემები აწი მხოლოდ უმნიშვნელოდ შეიცვლება) – 1115576 ამომრჩეველმა (54,3%). ხოლო 2020 წელს – 926959 ამომრჩეველმა (48,15%). წელს ხელისუფლებას ხმა დაუჭირა 188617 ამომრჩევლით მეტი
2024 წელს “კლასიკურ” ნაცებს (“4″,”5″,”9”) სულ ხმა მისცა 593349 ამომრჩეველმა. ხოლო 2020 წელს – 522463 ამომრჩეველმა. ასე რომ, “კლასიკური” ნაცების წლევანდელი ნამატი შეადგენს – 70886 ამომრჩეველს
“ატიპიური ნეონაცების” (გახარიას) სასარგებლოდ ხმა მისცა 154916 ამომრჩეველმა
სულ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2060412 ამომრჩეველმა (58,94%), რაც 2020 წლის მონაცემებს (1989829) – აღემატება მხოლოდ 70683 ამომრჩევლით
ამ მოკლე მათემატიკური მონაცემებიდან შეიძლება გამოვიტანოთ შემდეგი დასკვნები:
მიუხედავად უპრეცედენტო მოწოდებებისა – “ქუდზე კაცი” გამოსულიყო არჩევნებზე, 70 ათასიან მატებაზე მეტი წელს მაინც ვერ მივიღეთ
“კლასიკური ნაცების” ამომრჩეველთა მატება საოცრად ემთხვევა ამ “დამატებითი” ამომრჩევლის რაოდენობას (70 ათასი) და მათ რიცხვს სტაბილურ 500-600 ათასიან ფარგლებს ინარჩუნებს
კლასიკურ მოღალატეთა, “ატიპიურ ნეონაცების” (გახარია) ამომრჩეველმა (155 ათასი), განაპირობა წლევანდელ არჩევნებში ოპოზიციური სპექტრის გაძლიერება, ისევე – როგორც მათ ეს 2021 წლის არჩევნებში მოახერხეს
და მთავარი – ამომრჩევლის საერთო რაოდენობის უმნიშვნელო მატების ფონზე, მხოლოდ “ქართულ ოცნებას” გააჩნია ყველაზე მნიშვნელოვანი ელექტორალური მატება – 188 ათასი. მხოლოდ ეს რაოდენობა აღემატება ცალცალკე აღებულ “9”-ის და “25”-ის, და მაქსიმალურად მიახლოებულია “4”-ის და “5”-ის შედეგებამდე
მმართველი პარტიის შედეგი ამ კუთხით თვალსაჩინოა და ქვეყანაში კლასიკური სექტანტების სტაბილური რაოდენობის ფონზე, რომ არა მოღალატეთა უპრეცედენტო ოდენობა და არასაკმარისი ელექტორალური აქტიურობა – საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სავსებით შესრულებადი ამოცანა იქნებოდა – წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში