ირაკლი კობახიძე – გახარიას მაგალითი არის ერთ-ერთი საუკეთესო, რომელიც აჩვენებს, რამდენად დაუშვებელია რომელიმე აგენტის ძალაუფლებასთან გაკარება

ირაკლი კობახიძე – გახარიას მაგალითი არის ერთ-ერთი საუკეთესო, რომელიც აჩვენებს, რამდენად დაუშვებელია რომელიმე აგენტის ძალაუფლებასთან გაკარება
 
გახარიას ჰყავს პატრონები, რომლებიც ავალებდნენ იმ ქმედებების განხორციელებას, რასაც ახორციელებდა, ავალებდნენ მას, დაეპირისპირებინა სახელმწიფო და მოქალაქეები, პოლიცია და ახალგაზრდები, რასაც ასრულებდა პირნათლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში” განაცხადა.
 
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარიამ პირნათლად შეასრულა ჩორჩანაში ესკალაციის დავალება და რომ არ ჩარეულიყო მაშინ მთელი სისტემა და არ ემუშავა პრევენციაზე, არავინ იცის, სადამდე მივიდოდა პროცესები. 
 
„მინდა, შეგახსენოთ გახარიას ქმედებები. მესტია და პანკისი – სპეცოპერაცია იყო ისე დაგეგმილი, რომ საბოლოო ჯამში, სპეცრაზმი და შსს დატოვეს შეურაცხყოფილი. დაუპირისპირეს პოლიცია ადგილობრივ მოსახლეობას, ერთ შემთხვევაში – მესტიაში, მეორე შემთხვევაში – პანკისში და ორივეგან სახელმწიფო და სამართალდამცავი უწყება წარმოჩინდა სუსტად, ეს შეგნებულად იყო გაკეთებული და შეურაცხყოფილი დატოვეს ჩვენი სამართალდამცველები, რაც იყო, რა თქმა უნდა, დანაშაული ზოგადი გაგებით და ვფიქრობ, აქ შეიძლება ვიღაცამ დაინახოს კონკრეტული სისხლის სამართლებრივი ქმედების ნიშნებიც. ამ ქმედებებზე ხანდაზმულობის ვადა არ გასულა, სამართლებრივად შემიძლია გითხრათ. ბასიანის უკანაც იდგა კონკრეტული მიზანი და ამოცანა, მაშინ პირველად, პოლიცია და ახალგაზრდები აბსოლუტურად ხელოვნურად დაუპირისპირა გახარიამ ერთმანეთს. აქაც ვფიქრობთ, ის მოქმედებდა ისეთივე გარე დავალებით, როგორც დღემდე მოქმედებს. 20 ივნისს რაც მოხდა, ესეც გახსოვთ. მან შეგნებულად არ გამოიყენა წყლის ჭავლი, არ გამოიყენა გაზი, აბსოლუტურად გაუგებრად, ჭიშკრის წინ დააყენა პოლიციელები იმოსათვის, რომ მაქსიმალური კონტაქტი ყოფილიყო და მაქსიმალური პრობლემა შექმნიდა სპეცრაზმს და რითაც გაგრძელდა ეს ყველაფერი, გახსოვთ. ეს არის მინიმუმ დანაშაულის ტოლფასი ქმედება, რასაც დამატებითი გამოძიება სჭირდება. რაც მოხდა ჩორჩანაში, როცა არავინ ჩააყენა საქმის კურსში და მძიმე ესკალაციამდე მიჰყავდა პროცესები, აქ რომ არ ჩართულიყო შემდეგ მთლიანად სისტემა და არ ემუშავა პრევენციაზე, კაცმა არ იცის, სადამდე მივიდოდა ეს ყველაფერი. ყველაზე რბილი გამოსავალი იყო ის, რომ სამწუხაროდ, იქ ჩადგეს საოკუპაციო ძალებმა დამატებით რამდენიმე ბლოკპოსტი. ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთ რამეს გავიხსენებ, რა თქმა უნდა, იცით, რომ როდესაც პრობლემა არ არის, მაშინ ავრცელებენ სიყალბეს რადიკალური ოპოზიცია და მათი მედიასშუალებები, ამ შემთხვევაში, იმდენად კარგი საფუძველი არსბობდა ამ პარტიებისთვის და ტელევიზიებისთვის, რომ დაერტყათ ხელისუფლებაზე, ამის ხელიდან გაშვება იყო აბსოლუტურად ალოგიკური, თუმცა დუმდა მთელი ოპოზიცია, დუმდა მათი ყველა მედიასაშუალება, რადგან გახარიას და ამ ხალხს ჰყავდათ და დღესაც ჰყავთ ერთი პატრონი. სხვანაირად აბსოლუტურად აუხსნელია”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 
ირაკლი კობახიძის შეფასებით, გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ორმაგი ეფექტი ჰქონდა.
„ერთი, რომ ის ჩამოშორდა შსს-ს, სადაც მას უშუალოდ ბევრად მეტის გაფუჭება შეეძლო, მათ შორის, ასეთი სპეცოპერაციებით და ა.შ. ანუ, მუდმივად აზიანებდა ის სახელმწიფოს, სახელმწიფო ინსტიტუტებს, ეს იყო პირველი პლუსი და მეორე – ეს იყო ერთგვარი ხარკი, რომელიც გუნდმა გადაუხადა მის პატრონებს. ეს იყო მეორე ეფექტი, რაც ამ ნაბიჯს ჰქონდა. რაც შეეხება, იყო თუ არა ამის მოთხოვნა, მოთხოვნა იყო შს მინისტრობიდან მის არგადაყენებასთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, ეს მოთხოვნა მარტივად შეგვეძლო გადაგვეთარგმნა, როგორც თუნდაც ინტერესი მის სხვა პოზიციაზე გადაყვანასთან დაკავშირებით. მას ჰყავს პატრონები, რომლებიც ავალებდნენ იმ ქმედებების განხორციელებას, რასაც ახორციელებდა, ისინი ავალებდნენ მას, დაეპირისპირებინა სახელმწიფო და მოქალაქეები, პოლიცია და ახალგაზრდები, ამ დავალებებს ასრულებდა პირნათლად. იყო ჩორჩანაში ესკალაციის დავალება და ესეც პირნათლად შეასრულა. გახარიას მაგალითი არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, რომელიც აჩვენებს იმას, თუ რამდენად დაუშვებელია რომელიმე აგენტის ძალაუფლებასთან გაკარება და ეს საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს,”- განაცხადა პრემიერმა.