ანაკლიის პროექტს ნამდვილად შეიძლება ეწოდოს იშვიათი, 10 წელიწადში ვერავინ იცნობს საქართველოს, ადგილობრივი წარმოება განვითარდება, დასაქმება გაიზრდება, – ამის შესახებ საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებელი ბელგიური კომპანიის „იან დე ნულის“ მმართველმა დირექტორმა, იან პიტერ იანდენულმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს კიდევ ერთი ოქროს ხანა ელოდება.
„ჩვენი კომპანია 117 ქვეყანაში ოპერირებს. დღემდე ასე იყო, საქართველო იქნება 118-ე, ეს თუ ნიშნავს იმას, რომ საქართველო ადრე არავის ახსოვდა, არავითარ შემთხვევაში. ერთი რამ, რაც ევროპაში ვიცით საქართველოს შესახებ, არის, რომ თქვენ უნდა გაშალოთ ფრთები. თქვენი ტურიზმი არის აყვავების ფაზაში. საქართველოში რაც ვნახე, ცუდი ამინდის მიუხედავად, საოცარი და შესანიშნავია. ერთი რამ მინდა, ვთქვა, მაჩვენებლები, სტატისტიკური მონაცემები, ინდიკატორები შთამბეჭდავი გაქვთ. ჩვენი თანამშრომლობა ამ ქვეყანასთან არის დიდი მიღწევა. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ საქართველოსთან მოგვიწევს თანამშრომლობა და ამ მაჩვენებლების, ამ ინდიკატორების კიდევ უფრო გაზრდა და განვითარება“, – განაცხადა იან პიტერ იანდენულმა.
მისი თქმით, საქართველო ბევრად წინ არის, ვიდრე ევროპა.
„თქვენ ბევრად წინ ხართ, ვიდრე ევროპა. მე ისტორიასაც გავეცანი, როგორც ვახსენე, თქვენ კარგად არ გიცნობენ ევროპაში. გამიკვირდა, რომ თურმე შუა საუკუნეებში საქართველოში უკვე აბრეშუმის გზა ყვაოდა. იმ პერიოდში ევროპაში განუვითარებელი ქვეყნები იყო, სოფლის ტიპის დასახლებები იყო და თქვენი ქვეყანა ყვაოდა. დროდადრო ვიხილავთ პროექტებს. ჩვენ, პროფესიონალები ვამბობთ, რომ ეს არის იშვიათი შემთხვევა. ამ პროექტს ნამდვილად შეიძლება ეწოდოს იშვიათი შემთხვევა. დღეიდან 10 წელიწადში ვერავინ იცნობს საქართველოს. ადგილობრივი წარმოება განვითარდება, დასაქმება გაიზრდება. ახლა შევქმენით ძალიან კარგი ურთიერთობა, ჩვენს ძალიან დიდი ენთუზიაზმით აღჭურვილ პარტნიორთან, საინჟინრო კომპანიებთან და მე არ ველი, რომ რაიმე გაფუჭდება ან წინაღობა გვექნება. როდესაც ვუყურებ ფუნდამენტურ საკითხებს, იმ მიდგომას და იმ სულისკვეთებას, როგორ ზრუნავთ ეკონომიკაზე, ვრწმუნდები, რომ კიდევ ერთი ოქროს ხანა ელის საქართველოს და ნამდვილად მჯერა ამის“, – განაცხადა იან პიტერ იანდენულმა.