სასამართლომ საქმეზე – “ალექსანდრე ჭიკაიძე “ტელეკომპანია პირველისა” და სოფო ნიაურის წინააღმდეგ”, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის სარჩელი დააკმაყოფილა.
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატების, მარი ცუცქირიძისა და ქეთევან უტიაშვილის განცხადებით, სასამართლომ ტელეკომპანიასა და ჟურნალისტს, ალექსანდრე ჭიკაიძეზე გავრცელებული არასწორი ინფორმაციის უარყოფა დაავალა და ასევე
მორალური ზიანის ასანაზღაურებლად თანხის გადახდაც დააკისრა.
“ალექსანდრე ჭიკაიძის სარჩელი “ტელეკომპანია პირველისა” და ჟურნალისტ სოფო ნიაურის წინააღმდეგ დაკმაყოფილდა. სასამართლომ ტელეკომპანიას და ჟურნალიტს, დაავალა ალექსანდრე ჭიკაიძეზე გავრცელებული არასწორი ინფორმაციის უარყოფა.
ტელეკომპანია პირველსა და ჟურნალისტს, ასევე მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 10000 ლარის გადახდა დაეკსირა,”-აცხადებენ ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები.
შეგახსენებთ, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ალექსანდრე ჭიკაიძე, სასამართლოში წარდგენილი სარჩელით, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ცილისწამებად ცნობას და ტელევიზიისა და ჟურნალისტისგან მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა.
ალექსანდრე ჭიკაიძის დაცვის მხარის განმარტებით, საქმე ეხება “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათში” გასულ რეპორტაჟს, სადაც ჭიკაიძე ქოლცენტრებთან კავშირში დაადანაშაულეს.
დაცვის მხარე “ტვ პირველისგან” ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის ზარალის ანაზღაურებასა და ცნობების საჯაროდ უარყოფას მოითხოვდა.