ჩოხატაურის 1-ელი საჯარო სკოლა არის მიგდებული. სკოლის ავარიულობის გამო მოსწავლეები სხვა სკოლაში გადაიყვანეს. ახლა გადაწყვიტეს, ეს სკოლა დაანგრიონ. სად გაიპარა განათლების მინისტრი ამილახვარი?, – ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე საკუთარ ,,ფეისბუქ“ გვერდზე წერს და ვიდეოს აქვეყნებს.
როგორც დოლიძე წერს, სკოლის ავარიულობის გამო სარემონტო სამუშაოები უნდა დაწყებულიყო, თუმცა სკოლა ამ დრომდე სარემონტო მდგომარეობაშია.
დოლიძის თქმით, შესაძლოა , „დიდი ფული გაკეთდა“, შესაბამისად, ამიტომაც არის შუა გზაზე მიტოვებული.
„რაო, ბიზნესში წავედიო?! ბიზნესში კი არა პროკურატურაში უნდა იაროს მან.
ბიზნესში წავიდა? რა ბიზნესში წავიდა ? წლებია ათასობით ბავშვი ასე დაძრწის მეორე და მესამე სმენაში სხვადასხვა სკოლებში. სად არის სარემონტო სამუშაოები? საუდის არაბეთში წელიწადში გაშენდა ქალაქი, არათუ სკოლის გარემონტება და სკოლის დანგრევა! ქალაქები შენდება ერთ წელიწადში. აი, ასეთი ამბავია და სადღაც გაიპარა მინისტრი. ვერავინ ვერსად ვერ გაიპარება, ვერც კობახიძე გაიპარება ! იმიტომ, რომ ეს ტენდერები, ეს კორუფცია, ეს მშენებლობა, ეს ჩავარდნილი საკითხები, რაც არის სკოლის რემონტები საქართველოში, ეს პატარა საქმე არ არის . აქ, სავარაუდოდ, გაკეთდა დიდი ფული, შესაბამისად, ამიტომაც არის ეს ყველაფერი ასე მიგდებული, შუა გზაზე მიტოვებული.
აი, ეს არ არის რუსული საქმე?! აბა მეტი რა არის ?! მაინცდამაინც ტანკით უნდა გაკეთდეს იგივე? ეს უნდა დამთავრდეს! მთავარია, ხელისუფლება, რომ შეიცვლება ეს უნდა დავამთავროთ. აქ, ახლა სამუშაოები უნდა მიმდინარეობდეს. შეხედეთ, არაფერი ხდება. ისეთი სიჩუმეა, ბუზის ბზუილს გაიგებ. ზიანი, რაც ამით მოგვაყენეს არის უზარმაზარი. ჩვენი ბავშვები არიან მომთაბარე ბავშვები. სად გაიპარა ამილახვარი? ვერსადაც ვერ გაიპარება! ჩვენ, მას ვიპოვით და კიდევ იმის წინასაც ვინც იყო ამაზე პასუხისმგებელი“, – დაწერა დოლიძემ.