ისრაელის მიმართულებით ირანმა ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ.
საჰაერო განგაში ისმის მთელი ისრაელის მასშტაბით. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.
მანამდე, მედიაში ისრაელის მთავრობისა და აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანი ისრაელზე თავდასხმისთვის უახლოეს საათებში ემზადება. ისრაელის სამხედრო უწყებაში განაცხადეს, რომ აშშ-სგან ირანის მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ინფორმაცია უკვე მიიღეს. ისრაელის სამი ოფიციალური პირის ინფორმაციით, თავდასხმა მოიცავს ისრაელის წინააღმდეგ უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების გამოყენებას. აშშ-ის ერთი ოფიციალური პირი ამბობს, რომ გამოყენებული იქნება ბალისტიკური რაკეტებიც. პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალები ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრებლებს მოუწოდებენ, თავშესაფრებთან ახლოს იყვნენ.