ეს არის ცხადყოფილი მაგალითი იმისა, თუ რას უშვრება „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში ყოფნის პირობებშიც, საკუთარ ხალხსა და მოსახლეობას. აღარაფერს ვიტყვი მათ არარსებულ მერზე, რომელიც ალბათ, რამდენიმე საათიც არ ყოფილა სამსახურში და სამუშაო პროცესში, – წერს გიორგი გამსახურდია წალენჯიხაში არსებულ ვითარებაზე სოციალურ ქსელში.
„ენა არ მომიბრუნდება არასდროს, რომ საკუთარ სამშობლოზე და საკუთარ კუთხეზე ნიშნის მოგებით ვილაპარაკო, უბრალოდ დღეს წალენჯიხაში ვიყავი და გული ჩამწყდა, რასაც ჰქვია… იავარქმნილი და გაპარტახებული, განადგურებული გზები და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა, მოშლილი ბოლომდე თვითმმართველობა და ა.შ.
ეს არის ცხადყოფილი მაგალითი იმისა, თუ რას უშვრება „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში ყოფნის პირობებშიც, საკუთარ ხალხსა და მოსახლეობას. აღარაფერს ვიტყვი მათ არარსებულ მერზე, რომელიც ალბათ, რამდენიმე საათიც არ ყოფილა სამსახურში და სამუშაო პროცესში. რაღაცნაირად, ადამიანურად მეცოდება, ადამიანი ავად არის და შველა სჭირდება, ამ მანქურთებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა კიდევ, სიაშიც კი არ ჩასვა არც ერთმა და აბალახებენ რაღაც სამომავლო დაპირებებით, რომელიც თავისთავად, როგორც მათი ყველა დაპირება ფარსი და ტყუილია.
ეს არის ბატონებო, „ნაციონალური მოძრაობის“, გახარიას და „ლელოს“ მმართველობაში მოშვების შედეგი. აუცილებლად ავლაგმავთ ამ სარანჩას ქართული პოლიტიკიდან!“, – წერს გიორგი გამსახურდია.