თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – ლარი და მოლოდინები

აგვისტოში წმინდა სავალუტო შემოდინებები ისტორიულ მაქსიმუმზეა, სავაჭრო ბალანსის მკვეთრი გაუმჯობესების ხარჯზე. ე.წ. სენტიმენტების კუთხით, როგორც ჩანს, ვალუტის წმინდა შესყიდვის დინამიკა სექტემბერში კიდევ უფრო გაძლიერდა, რაც მიმდინარე პერიოდში ლარის გაცვლით კურსზე ნეგატიურად მოქმედებს, თუმცა ძლიერი სავალუტო შემოდინებების ფონზე ეს ლარზე ნაკლებად აისახება.

 მოლოდინების ცვლილებისას, როგორც უკვე არაერთხელ ითქვა, ეს ფაქტორი ლარის გამყარების მიმართულებით იმოქმედებს. საბაზო სცენარი, რომელიც 2024 წლის ბოლოსათვის აშშ დოლართან ლარის გაცვლითი კურსის – დაახლოებით 2.8 ნიშნულს, შემდგომ კი ლარის გამყარებას ითვალისწინებს, დღევანდელი გადასახედიდანაც უცვლელია. ისევე როგორც, თიბისი კაპიტალის აზრით, საშუალოვადიან პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე აშშ დოლარის დასუსტების შედარებით მაღალი ალბათობა.

 სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ, აგვისტოში გაზრდილია სებ-ის სავალუტო რეზერვები, რაც, წინასწარი მონაცემებით, ვალუტის შესყიდვას უნდა უკავშირდებოდეს. ამ მხრივ, სექტემბრის ოპერატიული ინფორმაცია ჯერ არაა ხელმისაწვდომი. ამასთან, თიბისის არხებით განხორციელებულ ტრანსაქციებზე დაყრდნობით, ეკონომიკის მაღალი ზრდა სექტემბერშიც ფიქსირდება.

 გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

(R)