“სახელმწიფოს მხრიდან კიდევ ერთხელ გაცხადდა, რომ არანაირი ჩანაწერი არ იქნება ეკლესიის თანხმობის გარეშე”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოში მღვდელმთავრების შეხვედრის დასრულების შემდგომ განაცხადა, სადაც, სასულიერო პირების თქმით, განხილვის თემა იყო ხელისუფლების შეთავაზება – როგორ შეიძლება, ქართული ეკლესიის როლი კიდევ უფრო გამყარდეს საქართველოს კონსტიტუციით.
როგორც ჯაღმაიძემ აღნიშნა, საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება.
“მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით გაგრძელდება, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებაზეა საუბარი. სახელმწიფოს მხრიდან კიდევ ერთხელ გაცხადდა, რომ არანაირი ჩანაწერი არ იქნება ეკლესიის თანხმობის გარეშე”, – განმარტა ჯაღმაიძემ.