გოგი წულაიამ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა.
პოლიტიკოსის თქმით, შეწყალების შემთხვევაში ქვეყანაში ჩამოსვლა და “ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან პოლიტიკური ბრძოლა სურს.
წულაიას თქმით, “ქართული ოცნება” ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს.
პოლიტიკოსი ამჟამად ემიგრაციაში იმყოფება – გოგი წულაიას თბილისის სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენაში და მას დაუსწრებლად 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საქართველოში ჩამოსვლისთანავე გოგი წულაიას დააკავებენ.
გოგი წულაია ქალზე ძალადობის ბრალდებით 2023 წლის17 მარტს დააკავეს. პოლიტიკოსი აცხადებს, რომ მას ძალადობა არ ჩაუდენია.