სამების ტაძარში, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 16 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება

სამების საკათედრო ტაძარში, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 16 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ოჯახების სურვილის გათვალისწინებით, იდენტიფიცირებული პირების, სათანადო პატივით დაკრძალვა იგეგმება სხვადასხვა ლოკაციაზე.

„სამების საკათედრო ტაძარში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 16 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება: 5 აგვისტოს 17:00 საათიდან და 6 აგვისტოს 11:00-დან 14:00 საათამდე.

ოჯახების სურვილის გათვალისწინებით, იდენტიფიცირებული პირების, სათანადო პატივით დაკრძალვა იგეგმება სხვადასხვა ლოკაციაზე. დიღმის ძმათა სასაფლაოზე, 6 აგვისტოს 15:00 საათზე, 4 იდენტიფიცირებულ პირს სამხედრო პატივით დაკრძალავენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.