როგორც იქნა, გავიგეთ, რას ნიშნავს ზოგიერთისთვის “ევროპული ღირებულება” – სირცხვილია, თუ “თავისუფლება მიშას” კამპანიისთვის პლატფორმის მიცემას ვინმე საქართველოს დახმარებას ეძახის, – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „დემოკრატიის ფესტივალის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამოფენილ ბანერებს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, სირცხვილია, თუ “თავისუფლება მიშას” კამპანიისთვის პლატფორმის მიცემას ვინმე საქართველოს დახმარებას ეძახის.
„როგორც იქნა, გავიგეთ, რას ნიშნავს ზოგიერთისთვის “ევროპული ღირებულება” – ადამიანის წამების და ბიზნესის რეკეტის სისტემის შემქმნელის კანონიერი სასჯელისგან დახსნის კამპანიისთვის პლატფორმის მიცემას.
ფაქტია, ამას არაფერი აქვს საერთო იმ ევროპასთან, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ.
სირცხვილია, თუ “თავისუფლება მიშას” კამპანიისთვის პლატფორმის მიცემას ვინმე საქართველოს დახმარებას ეძახის,” – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.