საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება “ლელოსთვის” წინასაარჩევნოდ საკონტროლო გასროლა იყო -გურამ მაჭარაშვილი

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით, არბიტრაჟის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მისი თქმით, „ლელოსთვის“ ეს გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ წამგებიანი იყო და პარტიამ შანსები კიდევ უფრო დაკარგა.

„ეს გადაწყვეტილება „ ლელოსთვის“ წინასაარჩევნოდ საკონტროლო გასროლა იყო. პრაქტიკულად პოლიტიკურად აბსოლუტურად განეიტრალებულია ლელო და ხაზარაძე, რადგან ყველამ დაინახა, რომ ის თაღლითობები, რასაც მას სამართლიანად აბრალებდნენ, უკვე რეალურად დაადასტურა საერთაშორისო არბიტრაჟმა“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება 2020 წლის 9 იანვარს მიიღო. იმავე დღეს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებდნენ. თუმცა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საარბიტრაჟო დავა საქართველოსთან წააგეს.