თაღლითები რომ იყვნენ ხაზარაძე და ჯაფარიძე ბანკირობისას ცნობილია! როგორი პოლიტიკოსები და საკუთარი სამშობლოს გულშემატკივრები – ამ განაჩენით გამოჩნდა – გოგა ხაინდრავა

„ბატონი ხაზარაძე, ქართული სახელმწიფოსგან 2020 წელს ითხოვდა 1,5 მილიარდი დოლარის გადახდას, იმ დროისთვის საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის 25% და საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის, ანუ საქართველოს ეკონომიკის 9%-ზე მეტს“,-ასე ეხმაურება კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, არბიტრაჟის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საქართველოსთან დავა წააგეს.

გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში წერს, რომ არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, კარგად გამოჩნდა თუ როგორი გულშემატკივრები არიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საკუთარი სამშობლოსი.

„მოსარჩელეს საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ დაეკისრა 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება – რატი ბრეგაძე.

თაღლითები, რომ იყვნენ ხაზარაძე და ჯაფარიძე ბანკირობისას ცნობილია! როგორი პოლიტიკოსები და საკუთარი სამშობლოს გულშემატკივრები ამ განაჩენით გამოჩნდა!“,-წერს გოგა ხაინდრავა.

საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება 2020 წლის 9 იანვარს მიიღო. იმავე დღეს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებდნენ. თუმცა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საარბიტრაჟო დავა საქართველოსთან წააგეს.