უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგად არავინ მოიგო, გარდა დასავლელი ომის ბარონებისა -რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ უკრაინაში სისხლისღვრას ომის დასავლელი ბარონების გარდა, სარგებელი არავისთვის მოუტანია.

მისი განცხადებით, თურქეთი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად მუშაობს, ამისთვის იყენებს დაბალანსებულ პოლიტიკას და ცდილობს ყველაფერი გააკეთოს, რომ ომი შავი ზღვის რეგიონში არ გაფართოვდეს.

„არავინ მოიგო ამ სისხლისღვრის შედეგად, გარდა დასავლელი სამხედრო ბარონებისა. ისინი ცეცხლზე ნავთს ასხამენ და აკეთებენ ყველაფერს შესაძლებელს ცეცხლის გასაღვივებლად. ჩვენ ვმუშაობთ მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრებაზე. ჩვენ ამას ვაკეთებდით პირველივე დღიდან. ჩვენ წინ აღვუდექით ამ ცეცხლის გავრცელებას შავ ზღვაზე, მივყვებოდით რა დაბალანსებულ პოლიტიკას და ვმოქმედებდით რა სამართლიანად ჩვენს ორ მეზობელს შორის“, – აღნიშნა ერდოღანმა.