აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან, ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მილუოკიში გამართულ პარტიის ყრილობაზე განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს იყო მშვიდობა მთელ მსოფლიოში, ხოლო ახლა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ დედამიწა ომში გახვია.
„თუ გსურთ იცოდეთ სიმართლე, ჩვენ ჩვენს ოპონენტებს დავუტოვეთ მშვიდობა მთელ მსოფლიოში, ხოლო მათ დედამიწა ომში გახვიეს. ჩვენ ომის პლანეტაზე ვცხოვრობთ. შეხედეთ ისრაელზე თავდასხმას, შეხედეთ, რა ხდება უკრაინაში, ქალაქები უბრალოდ განადგურებულია“, – აღნიშნა მან.
ტრამპმა ასევე დასძინა, რომ ის აშშ-ის უახლეს ისტორიაში პირველი პრეზიდენტი იყო, რომელსაც არ დაუწყია ომი. „ჩემს დროს ომი არ ყოფილა, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ გარდა. მე ის დავამარცხე“, – თქვა ტრამპმა.
მან აღნიშნა, რომ მას ომის შეწყვეტა ტელეფონის ზარით შეეძლო.