ღრმად შოკირებული ვარ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმით – პოლიტიკური ძალადობა სავალალოა და დემოკრატიაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს – პრეზიდენტი

ღრმად შოკირებული ვარ აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

პრეზიდენტის თქმით, პოლიტიკური ძალადობა სავალალოა და დემოკრატიაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს.

 

„პრეზიდენტ ტრამპს და ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და ვუსამძიმრებ

 

ამ თავდასხმის დროს დაღუპულის ოჯახს”, – წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.

 

ცნობისთვის, დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი – მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია.