ბაქოში, ძებნილის დაკავების მცდელობისას სროლის შედეგად დაიღუპა სამი აზერბაიჯანელი პოლიციელი და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. მოკლულია მსროლელიც. ამის შესახებ აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალურმა პროკურატურაში განაცხადეს.
სროლა ხაზარის რაიონის სოფელ შუველანში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსროლელი აზერბაიჯანის მოქალაქე როვშან ალავერდიევია, რომელიც შსს-ს ცნობით, მანამდე რამდენჯერმე იყო ნასამართლევი.
მისი დაკავების მცდელობისას მან, სავარაუდოდ, საპასუხო სროლა დაიწყო და ოჯახის წევრების ზურგს უკან იმალებოდა. ის სროლის შედეგად დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოკლული პოლიციელების ვინაობას აქვეყნებს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.