ქართველი ქომაგები გერმანიაში რჩებიან და ელოდებიან 26 ივნისის შეხვედრას. გულშემატკივრები, მადლობას უხდიან ეროვნულ ნაკრებს და სჯერათ, რომ ჩვენი ქვეყნის გუნდი ღირსეულად წამოაჩენს თავს ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ უძლიერეს მეტოქესთან, პორტუგალიასთან.
„საქართველოს ნაკრებმა ისტორიული შედეგი დადო, რომელმაც სრულიად საქართველოს ენით აღუწერელი ბედნიერება მიანიჭა. მადლობა ამ ყველაფრისთვის ბიჭებს, ფედერაციას, ვილი სანიოლს. ჩვენ თქვენთან ვართ, ზღაპრის ბოლო კეთილია“, – თქვა საქართველოს საფეხბურთო გუნდის ქომაგმა ზურაბ კიკალიშვილმა.
„ჩვენი ბიჭებით ვამაყობ, არ შემიძლია ემოციები სიტყვებით გადმოვცე. მათ ყველაფერი გააკეთეს, ძალიან მაგრები არიან“, – ამბობს ეროვნული ნაკრების გულშემატკივარი, ბექა ხარაძე.