რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის დელეგაციის ყველა წევრს, რომლებიც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიას უნდა დასწრებოდნენ, ვიზების გაცემაზე უარი უთხრა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა დაწერა.
როგორც კარასინი წერს, დოკუმენტში აღნიშნულა, რომ რუსეთის დელეგაციის არცერთ წევრზე ვიზა არ გაიცემა „უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის გათვალისწინებით“.
კარასინის თქმით, რუმინეთს შეაქვს თავისი წვლილი ორგანიზაციის განადგურებაში, რომელიც სასარგებლოა ევროპაში თანამშრომლობისთვის.
„ჩვენ რა თქმა უნდა, ეს გვემახსოვრება“, – წერს გრიგორი კარასინი.
ასამბლეის სამდივნოს განცხადებით, რუსეთის დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობაზე ორჯერ თქვა უარი – 2023 წლის შემოდგომაზე ერევანში და 2024 წლის ზამთარში ვენაში.
ამასთან, როგორც მედია წერს, სავიზო პრობლემის გამო რუსი პარლამენტარები ასამბლეის შეხვედრებს არ ესწრებოდნენ დიდ ბრიტანეთსა და კანადაში 2022 და 2023 წლებში.