შარლ მიშელსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის დაპირისპირება გრძელდება.
ამის შესახებ Politico იტყობინება.
გამოცემა ევროპელ დიპლომატებზე და წევრი სახელმწიფოების მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ევროკომისიის პრეზიდენტი 17 ივნისს დაგეგმილ, ევროკავშირის ლიდერების არაფორმალურ სამიტზე არ მიიწვია. ამ შეხვედრაზე იგეგმება ევროკავშირის უმაღლეს თანამდებობებზე შესაძლო კანდიდატების განხილვა, მათ შორის ის, თუ ვინ დაიკავებს ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტს.
Politico ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომ წევრი სახელმწიფოები უფრო და უფრო მეტად ღიზიანდებიან იმ ფაქტით რომ შარლ მიშელს ევროკომისიის პრეზიდენტის შერჩევის პროცესში როლი აკისრია.