“ნაც. მოძრაობა და ქართული ოცნება სიამის ტყუპებივით არიან – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტი გია ხუხაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტზე ლევან ხაბეიშვილის თინა ბოკუჩავათი ჩანაცვლებას.
“ნაც. მოძრაობა და ქართული ოცნება სიამის ტყუპებივით არიან. სადღაც კულისებიდან უხილავი ხელით ნიშნავენ და ათავისუფლებენ, თხრიან და ნერგავენ, გუშინ ადიდებინებენ – დღეს ალანძღვინებენ, რაღაც გაუგებარი ხუშტურებით, მიზნებით და ამოცანებით.
განსხვავება ერთია – ერთი ტყუპისცალი სულ დასავლეთით იყურება, მეორე ჩრდილოეთით, ერთმანეთი ეზიზღებათ, მაგრამ უერთმანეთოდ სიცოცხლე არ შეუძლიათ…”-წერს ხუხაშვილი.