დღეს არის 8 ივნისი და ჩამოჰკრა უბედურების ზარმა ოპოზიციაში, ჩემი ხაბე აღარ არის თავმჯდომარე მთავარი ოპოზიციური პარტიის, ხაბე დამიჩაგრეს. ვაფრთხილებდი, ვეუბნებოდი, გამოგიყენებენ და გადაგადებენ-მეთქი, მაგრამ არ დაიჯერა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა ომებია, რამდენიმე ფლანგია და ახლა ერთმანეთს ეჯიბრებიან.
„ყველაფერი ცუდი რაც შეიძლება კაცმა თავის გუნდელს გაუკეთოს, ის გააკეთებინეს. ჯერ ჩაუნიშნეს მელიას გასაიდუმლოებული საბჭო, იმ საბჭოზე მერე დააყენებინეს. ყველაფერი ცუდი გააკეთებინეს და ახლა მოისროლეს. არჩევნებამდე სულ რამდენიმე თვეა დარჩენილი, მაგრამ ხაბე მაინც პლუსშია. ბოტასები შერჩა, პალტოც ახალი იყო სხვათაშორის და მთელი რიგი ამბები. ასე რომ, ხაბე მაინც მოგებული რჩება, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წააგო, რადგან ხაბესნაირ მიმწოლს, მჭერმეტყველს, რა ვიცი, ბუნების ძალები დაიმორჩილა, ასეთი იყო ხაბე ლიდერი. სამწუხაროდ, არ დაუფასდა. ხაბე, გამაგრდი, მე შენ გვერდით ვარ. იმ ბელადმა გამოიღვიძა, მიხვდა რა, რომ კეზერამ პარტია აახია, მცდელობა აქვს, როგორმე უკან დაიბრუნოს. შიდა ომები მიდის. იქ არის დაქსაქსულობა, რამდენიმე ფლანგია ამ მწვალებლების და ახლა ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომ არჩევნებზე საპატიო ადგილი აიღონ.
გახსოვთ ბოლო კვლევებით უკვე 10 პროცენტამდე იყო ჩამოსული მათი რეიტინგი, რატომ? – გვარამიებმა და მელიამ წაართვეს, გაიყვეს. 20 პროცენტი ჰქონდათ და ახლა 10-10 პროცენტი აქვთ, როგორც აღმოჩნდა და ახლა ამ ხაბეს წასვლის შემდეგ ბარიერის გადალახვის პრობლემაც შეიძლება, დაუდგეთ. მერე ეს პარტია და სხვებიც გამოვლენ და იტყვიან, რომ არჩევნები გაგვიყალბესო. შალვას მოდელი ხომ იცით, შალვა ფანჩატურიდან პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ადგილას ჩვენ ვიყავითო, ასეთი არითმეტიკა ექნებათ. კიდევ ერთხელ, ბუნებრივია, საზოგადოებისთვის არაფერი იცვლება არც მათ შორის რადიკალებში, რადგან ხაბე იქ იყო ნომინალური ისევე, როგორც ახლა ვისაც დანიშნავენ ისიც ნომინალური იქნება. ერთი მიზეზი თქვან, რისთვისაც შეიძლება, ხაბე ჩამოაცილონ და დანიშნონ ბოკუჩავა, რატომ? რა გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის, ამ კანონმდებლობაში. მიდის შიდა ბრძოლები და ზოგჯერ უნდა დავაკვირდეთ, ვიხალოსოთ“, – განაცხადა ზარქუამ.