Warning: getimagesize(https://gtradio.ge/wp-content/uploads/2024/06/fdf.jpg): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.0 404 Not Found in /home/gtradio/public_html/wp-content/plugins/easy-social-share-buttons3/lib/modules/social-share-optimization/class-opengraph.php on line 630

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ NED-ის, EED-ის და „სოროსის ფონდის“ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის წევრები მმართველი გუნდის დეპუტატებს ურეკავენ და შეურაცხყოფას აყენებენ

აშშ-ის დემოკრატიის ფონდის (NED), ევროკავშირის დემოკრატიის ფონდის (EED) და „სოროსის ფონდის“ მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია „სირცხვილიას“ წევრები – სალომე ნიკოლაიშვილი და ზურაბ ბერძენიშვილი მმართველი გუნდის დეპუტატებს ტელეფონზე ურეკავენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში აცხადებენ.

მათივე თქმით, ნიკოლაიშვილი და ბერძენიშვილი დეპუტატებს მძიმე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.

„სატელეფონო ზარები თითქმის ყველა დეპუტატთან განხორციელდა“, – აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“.