არცერთი სხვა ხალხი, ქვეყანა, ძალა ჩვენი ხალხის და სახელმწიფოს ცხოვრებას არ განსაზღვრავს და ზუსტად ამას ეხება ეს კანონი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
„საქართველოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. ბატონმა ანრიმ [ოხანაშვილი] პარლამენტის წევრის ფიცი წაიკითხა და ეს ფიცი თავის თავში ატარებს ჩვენს უპირველეს ვალდებულებას, რომ ვიზრუნოთ, ქართველი ხალხის ინტერესებზე და ვიმოქმედოთ მათი ინტერესით და მანდატით. არცერთი სხვა ხალხი, ქვეყანა, ძალა ჩვენი ხალხის და სახელმწიფოს ცხოვრებას არ განსაზღვრავს და ზუსტად ამას ეხება ეს კანონი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია.